Thumbnail

CS:GO | ევროპაბეთის ზამთრის თასზე საუკეთესო რვა გუნდი გამოვლინდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ფავორიტებმა შემდეგი ეტაპის საგზურები მარტივად მოიპოვეს
  • გუნდმა hoch eff-მა ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო
  • ტურნირი Monaspa-ს გარეშე მიმდინარეობს 
  • ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია

ქართულ გეიმინგში CS:GO ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. 2000-იანი წლების დასაწყისში, Counter-strike 1.6-ის ტალღა წამოვიდა, რომელშიც ყველა თაობის წარმომადგენელი ჩაერთო და მათი ამ თამაშის მიმართ სიყვარული დღემდე გრძელდება. 

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის თანამშრომლობის შედეგად, CS:GO-ს მოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ ყველაზე მასშტაბურ ტურნირში ჩართულიყვნენ, რომლის მსგავსი საქართველოში არ ჩატარებულა. ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი 22-მა გუნდმა გამოთქვა.

საქართველოს ეროვნული ლიგა 16 ნოემბერს დაიწყო, ჯგუფური ეტაპი კი Round-robin-ის პრინციპით მიმდინარეობდა. ფავორიტებმა თავიანთი მატჩები დამაჯერებლად მოიგეს. გამოსარჩევია C ჯგუფი, რომელშიც გუნდმა hoch eff-მა ყველა შეხვედრა მოიგო და 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 

D ჯგუფში ყველასთვის მოულოდნელად, TheBlaze-მა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, undefeated-ს მაპი მოუგო, ხოლო აუტსაიდერად მიჩნეულ LightningFast-თან მაპი დათმო. საერთო ჯამში, ევროპაბეთის "ზამთრის თასზე" ასპარეზობის უფლება ამ გუნდებმა მოიპოვეს: Pathologist G, Protos, AZRY, 25yo talent, hoch eff, w1ck3d, Undefeated, Theblaze. 

TOP 8-ის თამაშები 21 დეკემბრიდან კიბერარენაზე გაიმართება და 25-ში დასრულდება. პლეი ოფი double elimination სისტემით ჩატარდება, რომელშიც BO3-ის პრინციპი იმოქმედებს. საუკეთესო ორი გუნდი კი გრანდ ფინალს სპორტის სასახლეში ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში არ მონაწილეობს Monaspa, რომელიც წინა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. CS:GO-ს საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი გუნდი 6 000 ლარს მიიღებს. 

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა. მათგან ერთი, რატი ნანავა eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები