Thumbnail

ბუნდესლიგის მე-14 ტურში ცენტრალური შეხვედრა "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართება. "Der Klassiker"-ში დორტმუნდის ბორუსია მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს და შეეცდება სატურნირო ცხრილში გალიდერდეს.

მარკო როზეს გაწვრთნილი გუნდი 13 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორეა და მიუნხენელებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. სატურნირო ცხრილში არსებული სიტუაცია კი ბუნდესლიგის აბსოლუტურ ტოპდუელს კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის.

ორივე გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი გარკვეულია. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ მიუნხენის ბაიერნი უპირობო ლიდერია და ბოლო ტურში ბარსელონასთან დაპირისპირება მათთვის ფორმალობაა, რადგან იულიან ნაგელსმანის გუნდს პლეი ოფში თამაში და ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.

საპირისპირო სიტუაციაშია მარკო როზეს გუნდი. დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ისიც გაირკვა, რომ გერმანელები ასპარეზობას ევროპალიგაზე გააგრძელებენ. ასე რომ, ორივე გუნდს შეუძლია "Der Klassiker"-ში ბოლომდე დაიხარჯოს.

სამწუხაროდ, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტოპდუელს "სიგნალ იდუნა პარკზე" მხოლოდ 15 000 გულშემატკივარი დაესწრება. ამის მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში მკვეთრად მომატებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია.

ორივე გუნდმა ბოლო შეხვედრები ბუნდესლიგაში გამართა. მიუნხენის ბაიერნმა შინ ბილეფელდის არმინიას მინიმალური სხვაობოთ (1:0) მოუგო. ბორუსიელებმა კი გასვლაზე ვოლფსბურგს 3:1 აჯობეს. საერთო ჯამში, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და გულშემატკივარი სანახაობრივ დაპირისპირებას ელოდება.

საინტერესო ფაქტები 

⚽ დორტმუნდის ბორუსიამ ბუნდესლიგაში ბოლო 11 საშინაო შეხვედრა მოიგო.

⚽ მარკო როზეს გუნდის ბოლო 16 მატჩიდან (ბუნდესლიგაში) 14-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბორუსიელებს ბუნდესლიგის ბოლო 11 საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი აქვთ გატანილი.

⚽ დორტმუნდმა ბაიერნისგან ბოლო 15 მატჩიდან (ყველა ტურნირში) 13-ში სულ ცოტა 2 გოლი გაუშვა.

⚽ მიუნხენის ბაიერნმა ბოლო ექვსი "Der Klassiker"-დან ყველა მოიგო.

⚽ ნაგელსმანის გუნდის ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან (ბუნდესლიგაში) 8-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ მიუნხენელები ბოლოს დორტმუნდთან 2019 წელს დამარცხდნენ (გერმანიის სუპერთასზე).

⚽ დორტმუნდმა ბაიერნი ბუნდესლიგაში ბოლოს 2018 წელს დაამარცხა.

⚽ "რეკორდმაისტერმა" ბოლო 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 წააგო და 8 მოიგო.

⚽ მიუნხენელებმა ბოლო 10 მატჩიდან (ყველა ტურნირში) კარის მშრალად შენახვა 3-ჯერ შეძლეს.

⚽ დორტმუნდმა ბოლო 10 მატჩიდან (ყველა ტურნირში) ორში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

⚽ როზეს გუნდი ერთადერთია, რომელსაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ფრე არ უთამაშია (10 მოგება, 3 წაგება).

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-1-3-2): კობელი - მუნიე, ჰუმელსი, აკანჯი, გერეირო - პონგრაჩიჩი - როისი, ჩანი, ბრანდტი - მალენი, ჰაალანდი.
ტრავმა: ბელინგემი, ბურკი, ტ. აზარი, მუკოკო, რეინა, შმელცერი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ზიულე, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი - გორეცკა, ტოლისო - კომანი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.
ტრავმა: ჩუპო-მოტინგი, კიმიხი, ნიანზუ, ზაბიტცერი, სარი, სტანისიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები