Thumbnail

გასულ ერთი თვის მანძილზე ბრიტანულ ფეხბურთში ორი გახმაურებული დანიშვნა მოხდა - 1. ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ - სტივენ ჯერარდმა გლაზგო რეინჯერსი ჩაიბარა; 2. პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთსო ნახევარმცველი - ფრენკ ლამპარდი დერბი ქაუნთიში დანიშნეს.

ლამპარდის დერბიმ, მაისის ბოლოს პრემიერლიგაში ამოსასვლელი პლეი-ოფის მატჩი ფულემთან წააგო და ასპარეზობას ჩემპიონშიფში განაგრძობს. ხოლო რეინჯერსმა შოტლანდიის პრემიერლიგის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, ზოგადად კი გუნდი, თავის მოწინააღმდეგეს - სელტიკს პრემიერლიგაში დაწინაურების შემდეგ კონკურენციას ვერ უწევს.

ლამპარდი მეგობარს იმატებს

ფრეკნ ლამპარდის პირველი ნაბიჯი, ახლო მეგობრის და ვეტერანი მცველის - ჯონ ტერის დამატებაა, რომელმაც განვლილი სეზონი ასტონ ვილაში გაატარა. ასტონ ვილამ პრემიერლიგაში ასვლა ვერ მოახერხა და ტერიმაც გუნდი დატოვა. ლამპარდი და ტერი წლების მანძილზე ერთად თამაშობდნენ ჩელსიში, სადაც უამრავი ტიტული მოიგეს. "თითქმის ჩვენთანაა..." განაცხადა ლამპარდმა მეგობარზე.

ჯერარდი ტულონის ტურნირს ესწრება

ჯერარდი "სკაუტინგის" პროცესშია და სამხრეთ საფრანგეთში ტულონის ტურნირს ესწრება. პრესტიჟული ახალგაზრდული გათამაშება, სადაც 21 და 18-წლამდე ნაკრების გუნდები თამაშობენ. ჯერარდმა ჯერ იაპონია - პორტუგალიის და კანადა - თურქეთის მატჩები ნახა, ხოლო შემდეგ ყატარის და ინგლსისი დაპირპისირებას დაესწრო, რომელიც ახალგაზრდა ლომებმა 4:0 მოიგეს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები