- სენტ-ლუისის მეკარემ NHL-ის მატჩში კურიოზული შაიბა გაუშვა
- ის მწვრთნელმა არ შეცვალა და გუნდმა მოიგო
ტემპა ლაითინგის სლოვაკმა მცველმა ერიკ ჩერნაკმა NHL-ის თამაშში სენტ ლუისის წინააღმდეგ კურიოზული შაიბა გაიტანა. პირველ პერიოდში 24 წლის სპორტსმენმა ცენტრიდან "ბლუზმენების" ზონაში შაიბა მოისროლა, რომელიც ბორტს მოხვდა და კარში აღმოჩნდა - ჯორდან ბინინგტონი სიტუაციაში სწრაფად ვერ გაერკვა და შაიბა ფეხებს შორის გაუძვრა.
ამის შემდეგ ტამპის სასარგებლოდ ანგარიში 3:0 გახდა, თუმცა სენტ ლუისის მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ ბერუბიმ მეკარე არ შეცვალა. ისე გამოვიდა, რომ ბინინგტონმა მეტი შაიბა აღარ გაუშვა (საბოლოოდ, 33 დარტყმიდან 30 სეივი ჰქონდა) და გუნდმა ბულეტების სერიაში გაიმარჯვა, ლაითინგმა 3-იდან ვერცერთი ცდის გამოყენება შეძლო.
"ჯორდანის შეცვლას მიზეზი არ გვქონდა. თავში კი გამიელვა, მაგრამ ვიგრძენი, ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. გაშვებულ შაიბებში მისი დადანაშაულება არ შემეძლო, ამიტომაც ყინულზე ბოლომდე დარჩა", - NHL-ის ვებ-გვერდთან საუბრისას მატჩის შემდეგ განაცხადა ბერუბიმ.
კომენტარები