Thumbnail
  • Sportskeeda-მ UFC-ის წლის მეორე რჩეულ ბრძოლად გიგას ჩხუბი დაასახელა
  • საუკეთესო ხუთეეულში ვერ მოხვდა, თუმცა მერაბ დვალიშვილიც გამოარჩიეს

პოპულარულმა ამერიკულმა საიტმა Sportskeeda-მ UFC-ის წლის საუკეთესო ბრძოლებს შორის გიგა ჭიკაძის ჩხუბი ედსონ ბარბოზთან მეორე ადგილზე დაასახელა, ხოლო მერაბ დვალიშვილისა კი გამოარჩია. 

"ამ სიაში შევიყვანეთ 2021 წლის ის საუკეთესო მოგებები, რომელთა შემდეგაც გამარჯვებული სპორტსმენების ავტორიტეტი მკვეთრად გაიზარდა. 5-ეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ გამორჩევას იმსახურებენ: მარინა როდრიგესი (მაკკენზი დერნის წინააღმდეგ), მერაბ დვალიშვილი (მარლონ მორაესის წინააღმდეგ) და რობ ფონტი (კოდი გერბრანდტის წინააღმდეგ)", - წერს საიტი. 

"UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე MMA-ში გადასვლამდე სახელს კიკბოქსინგში იხვეჭდა. მეტსახელად "ნინძა" UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამრტყმელად ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან იქცა. 

ქართველი Dana White’s Contender Series-ის მეორე სეზონში გამოჩნდა, თუმცა ოსტინ სპრინგერთან წააგო. ამის შემდეგ UFC-ში მისვლამდე კიდევ 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივე პირველ რაუნდში მოიგო. ორგანიზაცია ამ ბრძოლებმა დაარწმუნა მასთან კონტრაქტი გაეფორმებინა და UFC-ში დებიუტი "ჰერმანსონი V კანონიერის" ღონისძიებაზე ჰქონდა. 

UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში ჭიკაძემ ბრენდონ დევისი დაამარცხა, მერე კი 6 მოგებისაგან შემდგარი სერია მოაყოლა, ჯეიმი სიმონსი ფეხის თავში მორტყმით მოარყია, ხოლო ქაბ სვანსონს კი ბოლო მუცელში დასამახსოვრებელი დარტყმით მოუღო. 


33 წლის ქართველის ირგვლივ აჟიოტაჟი მას მერე გაგრძელდა, რაც UFC-ის ვეტერან ედსონ ბარბოზასთან ბრძოლა ჩანიშნა. ორი შემტევის ჩხუბის ხილვა ძალიან მადისაღმძვრელი იყო. ჭიკაძემ კი დაამტკიცა, რომ ის დგომში ორგანიზაციის ელიტური მებრძოლია და მესამე რაუნდში შთამბეჭდავი ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. 


თანაგუნდელი ბენეილ დარიუშის მსგავსად, შესაძლოა, გიგას სატიტულო ბრძოლას ერთი ჩხუბი აშორებდეს. ბარბოსას დამარცხების შემდეგ ჭიკაძემ თქვა:

"გულწრფელად რომ გითხრათ, აქ საუკეთესოებთან საჩხუბრად ვარ. ყველაზე დიდი სახელის მქონე მებრძოლების წინააღმდეგ მინდა გასვლა. თუ საქმე სატიტულო ბრძოლას ეხება, მზად ვარ ჩავანაცვლო ის, ვინც ოქტაგონზე გამოსვლას ვერ ახერხეს. თუ არა, რომელიღაც ჰავაელთან (მაქს ჰოლოუეი იგულისხმა) სიამოვნებით ვიბრძოლებდი. მან ჩემი სახელი იცის".

საიტმა ჭიკაძის გარდა 5-ეულში შონ ბრეიდი (მიკაელ კიეზას წინააღმდეგ), ტომ ასპინელი (სერგეი სპივაკის წინააღმდეგ), ბენეილ დარიუში (ტონის ფერგიუსონის წინააღმდეგ) შეიყვანა, საუკეთესოდ კი, ხამზატ ჩიმაევის მიერ ლი ინლიანის დამარცხება დაასახელა. 

გიგა ჭიკაძე მომავალ ბრძოლას 2022 წლის 16 იანვარს, კალვინ კატარის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები