Thumbnail
  • რონალდ არაუხოთი პრემიერლიგის 3 კლუბი დაინტერესდა
  • ბარსელონა ურუგვაელს ახალ 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ბარსელონას ცენტრალურ მცველს რონალდ არაუხოს ბევრი მსურველი ჰყავს. ურუგვაელის შეძენა პრემიერლიგის გრანდებს სურთ. მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და ლონდონის ჩელსი - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც არაუხოს სახელს უკავშირებენ.

ბოლოს 22 წლის ფეხბურთელით "არისტოკრატები" დაინტერესდნენ. თომას ტუხელს გუნდში სამი მცველი ჰყავს, რომლებსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტები უსრულდებათ და ლონდონური კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტების სტატუსით სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ეს ფეხბურთელები არიან: ტიაგო სილვა, კრისტენსენი და ანტონიო რიუდიგერი.

ჩელსი სამივესთან ახალ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ყველაზე პრობლემატური რიუდიგერის საკითხია. გერმანელ მცველს ბევრი კლუბი აკვირდება, მათ შორის მადრიდის რეალი, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მან კლუბის შეცვლა მოინდომოს. ჩელსის ხელმძღვანელობას არაუხოს ვარიანტი სწორედ ამიტომ მოსწონს.

თავის მხრივ ურუგვაელის შენარჩუნება უნდა ბარსელონას, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობას სურს არაუხოს ახალი 5-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, რათა არ გამეორდეს ილაიშ მორიბას სიტუაცია, რომელიც ზაფხულში ლაიპციგში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები