Thumbnail
  • ვინისიუს ჯუნიორი მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ ფორმაშია
  • ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა

მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ვინისიუს ჯუნიორია, რომელიც ბოლო პერიოდია, ბევრად უკეთ თამაშობს. ბრაზილიელის პროგრესს "სამეფო კლუბის" ახალ მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის უკავშირებენ, რომელმაც გუნდი სეზონის წინ მეორედ ჩაიბარა. თავად ვინისიუსიც აღნიშნავს, რომ იტალიელი სპეციალისტი მას ძალიან ეხმარება და საქმეს უადვილებს.

"ანჩელოტი ძალიან კარგი პიროვნებაა. ის ყოველთვის ყველაფერს ამარტივებს, მოედანზეც და მის მიღმაც და ეს არ მიკვირს. მთხოვს, რომ მშვიდად ვიყო და გავაკეთო ის, რაც ვიცი და რისი გაკეთებაც შემიძლია", - განაცხადა ბრაზილიელმა.

21 წლის შემტევმა იმაზეც ისაუბრა თუ რა სურს, რომ მადრიდის რეალში ყოფნისას გააკეთოს. ბრაზილიელის მიზანია ესპანურ კლუბში ისტორია შექმნას და თავისი სახელი მადრიდის რეალის ისტორიაში ჩაწეროს.

"მადრიდის რეალში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ბრაზილიაში ყველა ბავშვი ამაზე ოცნებობს, რადგან აქ ბევრი ჩვენი თანამემამულე იყო, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს. მსურს, რომ მეც მათნაირი ისტორია შევქმნა. ამის მისაღწევად ბევრს ვმუშაობ".

ვინისიუს ჯუნიორმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარ და თავი 9 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. ბრაზილიელი კარგია ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც 5 მატჩში 2 გოლი და 5 ასისტი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები