Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლევანდელ დაჯილდოებაზე კომენტარი გააკეთა
  • შვედმა ვარსკვლავმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა

ლიონელ მესის მიერ მე-7 ოქროს ბურთის მიღებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს არგენტინელის ნაცვლად რობერტ ლევანდოვსკი უფრო იმსახურებდა და ამაზე კამათი რამდენიმე დღეა არ წყდება.

ოქროს ბურთის წლევანდელ გამარჯვებულზე კომენტარი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც. შვედი ფორვარდის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესი მისთვის საუკეთესო ფეხბურთელია, წელს ჯილდო პოლონელ ფორვარდს უნდა მიეღო.

"რონალდოც და მესიც ორივენი დიდებული ფეხბურთელები არიან. მე მესი მირჩევნია, რადგან ერთად ვთამაშობდით, თუმცა წელს ოქროს ბურთს რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Corriere della Sera-სთან ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნზე საუბრისას.

40 წლის სუპერვარსკვლავმა ოქროს ბურთის გარდა სინიშა მიხაილოვიჩზე ისაუბრა, რომელთანაც ზლატანი დაპირისპირებული იყო, თუმცა ახლა შერიგდნენ და კარგი ურთიერთობა აქვთ.

"მიხაილოვიჩი მთელი თამაშის განმავლობაში პროვოცირებდა. სერბულ-ხორვატულად საშინელებებს იძახდა. ახლა შვილს მეძახის. მოედანზე ძალიან აგრესიული იყო, ისევე, როგორც კიდევ ერთი პროფესიონალი პროვოკატორი მიხაელ ბალაკი. თუმცა, ამას გუნდისთვის სარგებლის მოსატანად აკეთებდნენ, იმის მსგავსად, რაც მატერაციმ ჩაიდინა", - აღნიშნა ზლატანმა.

იბრაჰიმოვიჩს არ სურს კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყოს და კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა.

"მწვრთნელობა სტრესია. კარიერის დასრულების შემდეგ დავიწყებ იმის ძებნას, რაც ადრენალინს მომცემს, მაგრამ ახლა მინდა თამაში გავაგრძელო. სკუდეტოზე ოცნებას არ ვწყვეტ".

კომენტარები

ბოლო ამბები