Thumbnail

მანქანას ართმევდნენ - როგორ მოიგერია არსენალის მცველმა ორი კრიმინალი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გაბრიელს ზაფხულში ორი კრიმინალი დაესხა თავს
  • მათ ავტომობილის, საათისა და ტელეფონის წართმევა სურდათ
  • გავრცელდა ვიდეო, როგორ იგერიებს მათ არსენალის მცველი

ბრაზილიელ ფეხბურთელ გაბრიელს სპორტული თვალსაზრისით დიდი პროგრესი აქვს - ლონდონის არსენალში თავი დაიმკვიდრა და კარგად თამაშობს. თუმცა, 23 წლის მცველს მხოლოდ მოედანზე არ უწევს თავის დაცვა.

ლონდონში, მისსავე სახლში არსენალის ცენტრალური მცველის დაყაჩაღება სცადეს. მას ორი უცნობი პირი ავტოფარეხში ჩაჰყვა. როდესაც გაბრიელი მანქანიდან გადმოვიდა, თავდამსხმელებმა მაშინვე შეუტიეს. უფრო სწორად, შეტევა სცადეს. შემთხვევა გარაჟში დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. ვიდეოში ჩანს, რომ გაბრიელი მათ მანქანის გასაღებს, მობილურ ტელეფონს და საათს აძლევს.

როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა გაბრიელს ბეისბოლის კეტით შეუტია, ამ უკანასკნელმა თავი დაიცვა და პასუხიც დაუბრუნა - სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ, თავდამსხმელები გაიქცნენ. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მათგანმა ქუდი დაკარგა და პოლიციამ ასე ამოიცნო. ინგლისელი კრიმინალი უკვე დაკავებულია. სასამართლომ თავდამსხმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ამბავი ზაფხულში მოხდა, ახლა კი კადრები გავრცელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები