Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ჩინელი ძალოსნები ტაშკენტში არ გამოვლენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ტაშკენტი 7-17 დეკემბერს უმასპინძლებს, ჩინეთის ნაკრები აღარ გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ძალოსნობის ასოციაცია ავრცელებს. 

მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე ჩინელი ძალოსნების უარის მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გართულებული მგზავრობა და კარანტინია. არადა, უზბეკეთის დედაქალაქში ჩინეთიდან 8 ძალოსანი უნდა გამოსულიყო, მათ შორის -  მსოფლიოს ოთხი ყოფილი ჩემპიონი და ატაცში მსოფლიოს რეკორდსმენი ლი დაინი (81 კგ). ცნობისთვის, ტოკიოში წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩინელმა ძალოსნებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს. მათ შორის იქნება ლაშა ტალახაძეც, რომელიც მსოფლიოს პირველობის ოქროს მედალს მეხუთედ შეუტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები