Thumbnail

კასტრის სასწაული მონპელიესთან! ქართველებმა TOP 14-ის ფინალი წააგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მონპელიე 13:29 კასტრი
  • კასტრი TOP 14-ის გამარჯვებული მეხუთედ გახდა
  • მონპელიემ მორიგი ფინალი წააგო, ქართველებს ვერცხლის მედლები ერგოთ

78 442 მაყურებელი შეიკრიბა სტად დე ფრანსზე, რათა TOP 14-ის 2017-2018 წლების სეზონის ფინალი ეხილა, რომელშიც მონპელიე და კასტრი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მონპელიეს რიგებში, სასტარტო შემადგენლობაში იყო მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც მინდორზე 70 წუთი გაატარა. მონპელიეს მეორე ქართველი მორაგბე, დავით ქუბრიაშვილი მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

მატჩის გმირი არგენტინელი ბენჟამინ არდაპილეტა გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულა. არდაპილეტამ 2-დან 2 გარდასახვა გაიტანა და ხუთიდან ხუთი ჯარიმა გამოიყენა - არგენტინელმა 19 ქულა დააგროვა, კასტრმა კი მეტოქეს 29:13 მოუგო.

მეექვსეადგილოსანმა
რეგულარულის ჩემპიონს ფინალი მოუგო

კასტრი მეხუთედ გახდა TOP 14-ის ჩემპიონი. გუნდმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ტიტულის მოპოვება კვლავ მოახერხა. მონპელიეს ქართველ მორაგბეებს ვერცხლის მედლები ერგოთ. შეგახსენებთ, რომ მონპელიეს TOP 14-ის ჩემპიონის ტიტული არასდროს მოუგია.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები