Thumbnail

1-ელ დეკემბერს გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ბელგიის თასის 1/8 ფინალში ლომელს ესტუმრება, თუმცა ამ მატჩში ქართველ ნახევარმცველს ვერ ვიხილავთ - გენტმა გამოაქვეყნა 21-კაციანი სია, რომლითაც გუნდი სათასო ბატალიისთვის ემზადება და მათ შორის არ არის გიორგი. nieuwsblad.be-სთან გენტის თავკაცმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ამ თემაზე ისაუბრა:

ჰეინ ვანჰაზებრუკი (გენტის მწვრთნელი): "დიდი კონკურენციაა შეტევაში, ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. როცა შანსი მოგეცემა, უნდა გამოიყენო. ჩაკვეტაძე რომ არ არის სამატჩო სიაში, საკუთარ თავს მოჰკითხოს. მას გადატვირთვა ესაჭიროება.

გიორგის საკმარისი ნიჭი გააჩნია, რომ მუდამ იყოს შემადგენლობაში. არ ვიძახი, რომ, გინდა თუ არა, სასტარტოში, მაგრამ, როგორც ხედავთ, არ არის განაცხადში და ეს მხოლოდ მისი ბრალია. ვარჯიშებზე მისი მონაცემები რომ ნახოთ, ყოველთვის კარგი არ არის. ზოგიერთ დღეს მას უბრალოდ არაფერი გაუკეთებია. როცა გენტში ბრუნდები და ისევ არაფერს აკეთებ... დიდი ბოდიში, მაგრამ პრობლემებს თავად იქმნი. თუკი მას სურს, რომ ტალანტი არ დაკარგოს, ერთ დღესაც, ყველაფერი უნდა შეცვალოს". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ნოემბრის სანაკრებო მატჩებში გამოძახებული იყო, მაგრამ მას შვედეთთან არ უთამაშია, უზბეკეთთან მატჩის წინ კი მწვრთნელის ტრავმის მიზეზით დაეთხოვა. სანაკრებო პაუზის მერე ის გენტის განაცხადში ერთხელ მოხვდა, ანორთოსისთან კონფერენსლიგაზე, მაგრამ არ უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები