Thumbnail

ესპანეთში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების საკალათბურთო ნაკრების რიგებში კარგი განწყობა ნამდვილად არ იყო. შედეგად, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, რომელზეც ილიაზ ზუროსთან ერთად ბექა ბურჯანაძე გამოცხადდა, ძალიან ხანმოკლე გამოდგა. თავდაპირველად, სიტყვა ბექას მისცეს.

ბექა ბურჯანაძე: “ჩვენთვის ძალიან მძიმე მარცხი იყო ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც ყველა პოზიციაზე ღრმა შემადგენლობა ჰყავს. კარგად დავიწყეთ და ესპანეთს წინააღმდეგობას ვუწევდით, თუმცა, მათ მაგრად მოუმატეს და გამარჯვება დაიმსახურეს. ვულოცავ და მოუთმენლად ველი მომავალ მატჩებს”.

ცხადია, თამაშის შეფასება საქართველოს ნაკრების მწვრთნელსაც სთხოვეს და ალბათ, პირველად მოხდა, რომ ზუროსს მისი გუნდის შესახებ სიტყვაც კი არ დაუძრავს. ცხადი გახლდათ, რომ ბერძენი მწვრთნელი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო დარჩა და ეს უშუალოდ მატჩის დროსაც გამოჩნდა, როდესაც მას ხმის აწევა არაერთხელ მოუხდა.

ილიას ზუროსი: “ესპანეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. დარბაზში ჩინებული ატმოსფერო იყო შექმნილი, ქომაგები მათ საოცრად ამხნევებდნენ. მხოლოს ამის თქმა შემიძლია”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან სტუმრად 61:89 დამარცხდა და მსოფლიოს პირველობის საწყისი საკვალიფიკაციო ფანჯრის შემდეგ თითო მოგება-წაგება გააჩნია. ქართველ კალათბურთელებს მომდევნო მატჩები გაისად თებერვალში ელით, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონიას 2-ჯერ გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები