Thumbnail

პარიზში "ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) რიგით 65-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს - პრესტიჟული ჯილდო ლიონელ მესიმ კარიერაში მეშვიდედ მოიგო. არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევმა ბაიერნის პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის აჯობა. ლეოს პრიზი მეგობარმა და ყოფილმა გუნდელმა ლუის სუარესმა გადასცა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ლევანდოვსკის მიმართ და აღნიშნა, რომ "ოქროს ბურთის" მოგებას გასულ წელს პოლონელი ფეხბურთელი იმსახურებდა და ამაზე ყველას ერთი აზრი გააჩნია.

ლიონელ მესი: "საოცარი გრძნობაა ისევ აქ ყოფნა. ორი წლის წინ არ ვიცოდი, რა მოხდებოდა და ახლა ისევ აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მინდა, ბრძოლა ახალი მიზნებისთვის გავაგრძელო, არ ვიცი მოედანზე კიდევ რამდენ წელს გავატარებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარს.

მადლობა ბარსელონას, პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თანაგუნდელებს. კოპა ამერიკა მოვიგე და ავიხდინე ოცნება, რომლის ასრულება ძალიან მინდოდა. თითქოს რაღაც მაკლდა, ახლა კი ეს ‘ოქროს ბურთი’ ჩემს სახლში იქნება იმის გამო, რაც კოპა ამერიკაზე გავაკეთეთ. ჩემთვის განსაკუთრებული საღამოა.

ცალკე მინდა აღვნიშნო რობერტ ლევანდოვსკი. რობერტ, შენთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივია. ყველა ვთანხმდებით, რომ შარშან გამარჯვებული იყავი. ვფიქრობ, რომ "ფრანს ფუტბოლმა" 2020 წლის ოქროს ბურთი უნდა მოგცეს, ამას იმსახურებ, ის შენს სახლში უნდა იყოს".

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ 'ოქროს ბურთი' კარიერაში მეშვიდედ მოიგო და კრიშტიანო რონალდოს უკვე 2 ჯილდოთი უსწრებს.

ვინ რამდენჯერ მოიგო - TOP 10

1. ლიონელ მესი (არგენტინა) - 7 (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021)

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 5 (2008, 2013, 2014, 2016, 2017)

3. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) - 3 (1983, 1984, 1985)

4. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) - 3 (1971, 1973, 1974)

5. მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები) - 3 (1988, 1989, 1992)

6. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) - 2 (1972, 1976)

7. რონალდო (ბრაზილია) - 2 (1997, 2002)

8. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი) - 2 (1957, 1959)

9. კევინ კიგანი (ინგლისი) - 2 (1978, 1979)

10. კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია) - 2 (1980, 1981)

XXI საუკუნის ყველა გამარჯვებული

2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი)
2002 რონალდო (ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2004 ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
2005 რონალდინიო (ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია)
2007 კაკა (ბრაზილია)
2008 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2009 ლიონელ მესი (არგენტინა)
2010 ლიონელ მესი (არგენტინა)
2011 ლიონელ მესი (არგენტინა)
2012 ლიონელ მესი (არგენტინა)
2013 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2014 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2015 ლიონელ მესი (არგენტინა)
2016 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2017 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2018 ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
2019 ლიონელ მესი (არგენტინა)
2020 პანდემიის გამო არ ჩატარდა
2021 ლიონელ მესი (არგენტინა)

კომენტარები

ბოლო ამბები