Thumbnail
  • 11 დეკემბერს პარიზი ძიუდოს ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს
  • იმავე დღეს პრაღაში ევროპალიგის ტურნირია

11 დეკემბერს პარიზი ევროპის საკლუბო ძიუდოს ჩემპიონატს - ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს, რომელშიც ტიტულისთვის 18 ქვეყნის 145 წარმომადგენელი იბრძოლებს, მათ შორის საქართველოდან 15 მონაწილეა დარეგისტრირებული. იმავე დღეს პრაღაში ევროპალიგის გათამაშებაა, იქ წინასწარ განაცხადში ერთი ქართველია. 

საქართველოდან სხვადასხვა კლუბში 15 მონაწილეა (ყველა ვაჟთა შორის): ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66), ამირან პაპინაშვილი (66), ფრიდონ გიგანი (73), ლაშა შავდათუაშვილი (73), ნუგზარ ტატალაშვილი (81), ტატო გრიგალაშვილი (81), ვლადიმერ ახალკაცი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90), ბექა ღვინიაშვილი (90), ლუკა მაისურაძე (90), გიორგი  პაპუნაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (+100), ადამ ოქრუაშვილი (+100), გელა ზაალიშვილი (+100). პრაღაში ევროპალიგაზე დარეგისტრირებულია 21 წლის ზვიად ზვიადაური. 

შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადის შემდეგ მხოლოდ საკლუბო კარიერას აგრძელებს. მან ესლინგენის შემადგენლობაში ბუნდესლიგის ვერცხლი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი კი ბუნდესლიგის ჩემპიონის, აბენსბერგის სახელით გამოდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები