Thumbnail

'წელს სხვანაირად უნდა იყოს' - ფრანჩესკო ტოტი ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიის ნაკრებისა და რომას ყოფილი ვარსკვლავი ფრანჩესკო ტოტი დღეს დაგეგმილ “ოქროს ბურთის” დაჯილდოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წლეულს ჯილდოს მიუნხენის ბაიერნის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.

“ყველანი მივეჩვიეთ, რომ “ოქროს ბურთს” ან მესის აძლევენ, ანაც – რონალდოს. ამ წელს სხვანაირად უნდა იყოს. პირადად, ჯილდოს ლევანდოვსკის გადავცემდი”.

შეგახსენებთ, ფრანგული ჟურნალი “ფრანს ფუტბოლი” 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს დღეს დაასახელებს. ჯილდოების მხრივ რეკორდსმენი მესია, რომელიც საუკეთესოდ უკვე 6-ჯერ უღიარებიათ, რონალდო მას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება, ლევანდოვსკის კი “ოქროს ბურთი” არასდროს მიუღია.

კომენტარები

ბოლო ამბები