Thumbnail

დინამო ბათუმი საქართველოს პირველ ჩემპიონობას ზეიმობს!

ბათუმელთა საჩემპიონო გზა 2018 წლის იანვრიდან დაიწყო, როცა კლუბის მართვის სადავეები არჩილ ბერიძემ გადაიბარა, ხოლო გუნდის მთავარ მწვრთნელად კი გია გეგუჩაძე დაინიშნა. მათ დინამო ბათუმი პირველივე წელს ელიტაში დააბრუნეს და გუნდმა პირველსავე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლა. ახლა კი, ბათუმელები საქართველოს ჩემპიონები არიან. ტიტულის განაღდების შემდეგ, 'პოპსპორტი' ბათუმური კლუბის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც პირველი საჩემპიონო ემოციები გაგვიზიარა.

წაიკითხე | დინამო ბათუმი ზეიმობს - მთავარი ფაქტები ჩემპიონებზე

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)

“უბედნიერესი ადამიანი ვარ - დინამო ბათუმის ჩემპიონობა ჩემი ოცნება და ამ ქალაქის დიდი ხნის მიზანი იყო. ყველას, ვისაც ჩვენი გაჩემპიონება გაუხარდა, მივულოცავ ამ გამარჯვებას და დაე, ეს დაწერილი ისტორია მომავალი ისტორიის საწინდარი იყოს.

სამწუხაროდ, მოთამაშის კარიერა ახალგაზრდულ ასაკში დავასრულე და დიდი ფეხბურთის თამაში ვერ შევძელი. ამის მიუხედავად, ამ სპორტისადმი სიყვარული არ გამნელებია და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს 30-წლიანი ოცნება ამიხდა. 

4 დეკემბერს, ბათუმმში გრანდიოზული საზეიმო აღნიშვნა გვექნება. გპირდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს თარიღი დაუვიწყარი დღე გახდება, თამაშის შემდეგ გვექნება ლაზერშოუ, დიდი კონცერტი, გულშემატკივრებს დასამახსოვრებელ საღამოს ვპირდებით.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ "ევროპაბეთი" ამ წარმატების მონაწილე თანაბრადაა. ამ კომპანიამ დინამო ბათუმის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამას არ დავივიწყებ და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მადლობელი ვიქნები! აქამდეც მითქვამს, რომ "ევროპაბეთმა" და "პოპსპორტმა" ამ გუნდის ისტორიის დაწერაში უდიდესი როლი შეასრულეს. "ევროპაბეთმა" აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ იდეა წარმატებად."

ევროპაბეთი დინამო ბათუმს ჩემპიონობას ულოცავს

“ერთად ვწერთ ისტორიას” - დინამო ბათუმის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია “ევროპაბეთის” თანამშრომლობა 2019 წლის ზაფხულში სწორედ ამ იდეით დაიწყო. დღეს, თანამშრომლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, მთავარი მიზანი მიღწეულია: ისტორია დაწერილია - დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

დიმიტრი ვაჩნაძე (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

“დინამო ბათუმს, მის ფანტასტიკურ გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიულ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა, მთავარი მიზნის მიღწევას, ქვეყნის ჩემპიონობას ვულოცავ.

2019 წლის აგვისტოში, როდესაც დინამო ბათუმის გენერალური სპონსორები გავხდით, “ევროპაბეთში” დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს დღე დადგებოდა. ამიტომაც გვქონდა ასეთი დევიზი: “ერთად ვწერთ ისტორიას”. დღეს, თანამშრომლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, ისტორია დაწერილია, დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონია!

“ევროპაბეთისთვის” ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე გუნდის პირველ ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა.

ვამაყობთ და ვზეიმობთ ბათუმელ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც საუკეთესოები არიან საქართველოში. როდესაც დინამო ბათუმთან თანამშრომლობის იდეა გაჩნდა, ამ კლუბის ისტორიის გარდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენთვის სწორედ “შავი ზღვის პირატები” იყვნენ, რომლებიც გუნდის ყველა საშინაო თამაშზე უნიკალურ გარემოს ქმნიდნენ. ეროვნული ლიგის ყველაზე ემოციური ამბები “ანგისაზე” დავიწყეთ და აქამდე მოვედით - ერთად დავწერეთ ისტორია. კიდევ ერთხელ ვულოცავ კლუბს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს - ყველას, ვისაც ამ გამარჯვებაში წვლილი აქვს შეტანილი. ზეიმის დროა!”

დინამო ბათუმმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორე ტიტული მოიპოვა - 1998 წელს თასზე გამარჯვებას, 2021 წელს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაუმატა. ტრიუმფალურ სეზონში ბათუმელებმა ბოლო წლების მთავარ მეტოქე დინამო თბილისს 4-დან 3 მატჩი მოუგეს.

ისტორიულ ჩემპიონობაში ბათუმელ გულშემატკივრებს, "შავი ზღვის პირატებს" უდიდესი წვლილი მიუძღვით, რაც კარგად ჩანს სატურნირო ცხრილიდან: დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისზე 5 ქულით მეტი მოიპოვა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი საჩემპიონო ბრძოლაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონობა აქამდე 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, დინამო ბათუმი კი საქართველოს მე-10 ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები