Thumbnail

ფრენკ მირი V კუბრატ პულევი - უცნაური ბრძოლა, უცნაური ნოკაუტით

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • BOXING V MMA
  • ტექსასში უცნაური ბრძოლა გაიმართა

ტექსასის ქალაქ არლინგტონში, გუშინ უცნაური ბრძოლა გაიმართა, სადაც ერთმანეთს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი - ფრენკ მირი და მოქმედი მძიმეწონოსანი მოკრივე - კუბრატ პულევი დაუპირისპირდნენ.

ბრძოლის წესები, საღამოს ორგანიზატორებმა შექმნეს, რომელშიც კლასიკური კრივი, ტაილანდური კრივის წესებში გადააზავეს და ე.წ. "კლინჩი" დაამატეს - უპირატესობა, რომელიც წესით MMA-ის მებრძოლს უნდა გამოეყენებინა.

რინგი დააპატარავეს, ხელთათმანის ზომა შეცვალეს და "კლინჩი" დაუშვეს, თუმცა ფრენკ მირს ამ ყველაფერმა ვერ უშველა. ამერიკელმა ვეტერანმა, ბულგარელ მოკრივესთან ბრძოლა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაასრულა, მაგრამ ისე, რომ არც წაქცეულა - მირი ფეხზე დგომში გაითიშა.

შეგახსენებთ, რომ კუბრატ პულევს პროფესიულ რინგზე, მირთან ბრძოლამდე 30 ჩხუბი აქვს ჩატარებული, სადაც მხოლოდ ორჯერ დამარცხდა - ვლადიმერ კლიჩკოს და ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები