Thumbnail

'იქნებ, არ ღირდა მისი გაშვება' - რუსული მედია ყვითელაშვილის ტრიუმფზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სოჭში ვაჟ მოციგურავეთა ISU-ს გრან პრიზე 26 წლის მორის ყვითელაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა. მან კარიერაში საუკეთესო შეფასებები მიიღო - 266.33 ქულა და პირველად მოიგო გრან პრი. ისიც აღსანიშნავია, რომ მორისმა თითქმის ორი ქულით აჯობა ორი დისციპლინის ჯამში რუსეთის ნაკრების ლიდერ მიხაილ კოლიადას. ის რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა:

"თუთბერიძის "შეუმჩნეველმა" მოსწავლემ, მორის ყვითელაშვილმა მოულოდნელად, ჩამოიტოვა ჩვენი ნაკრების ლიდერები. იქნებ, არ ღირდა ყვითელაშვილის გაშვება? საქართველოს წარმომადგენელმა ორჯერ ბრწყინვალედ იასპარეზა, კარიერაში საუკეთესო შედეგებიც აჩვენა და უკან მოიტოვა რუსეთის ნაკრების ლიდერები, თავად მიხაილ კოლიადას ჩათვლით. თუთბერიძის მოსწავლემ სოჭში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორის ტრიუმფი ჩაშალა. არადა, იყო დრო, როცა ყვითელაშვილი "არ გამოადგა" რუსეთის ნაკრებს და მანაც სპორტული მოქალაქეობა გამოიცვალა.

ორმაგი "ტულუპი", ოთხიანი დასამიანი "ტულუპების" კომბინაცია, სამმაგი აქსელი... მას ძალა არ ეყო "კვად-ტულუპზე", რასაც სპორტსმენის დაცემა მოჰყვა. სხვა მხრივ, მორისის გამოსვლა უნაკლო იყო. ფრენკ სინატრას სიმღერით ბრწყინვალე დადგმამ არავინ დატოვა გულგრილი. სპორტსმენმა საკუთარ თავს აჯობა. თავისუფალ პროგრამაში 170.96 ქულა მისი საუკეთესო მიღწევაა, ისევე, როგორც ქულები ჯამში. არადა, 2016 წლამდე ის რუსეთის სახელით გამოდიოდა. როგორც ჩანს, რუსეთს არ უნდა გაეშვა ეს ნიჭიერი სპორტსმენი" - წერს რუსული championat.com.


შეგახსენებთ, რომ სოჭის გრან პრიზე 12 მონაწილეს შორის კიდევ ერთი ქართველი იყო, 19 წლის ნიკა ეგაძე საბოლოოდ მე-11 ადგილზე გავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები