Thumbnail

FIBA: იპოვეთ ის, ვისაც ისე ეყვარებით, როგორც შენგელიას უყვარს ნაკრებში თამაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი მოგებით გახსნა. ილიას ზუროსის შეგირდებმა სასტარტო მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ეროვნულ გუნდთან ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში, 88:83 გაიმარჯვეს.

ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი თორნიკე შენგელიას კარგ თამაშს გამოეხმაურა.

"იპოვე შენთვის ისეთი ადამიანი, რომელსაც ისე ეყვარები, როგორც თორნიკე შენგელიას უყვარს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს", - წერს ფიბას გვერდი.

შენგელიამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი პირველი ოცნება NBA-ში თამაში არ იყო. ეს იყო საქართველოს ნაკრებში მოხვედრა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

"ჩემი მოტივაცია ნაკრებში ჩამოსვლისას იგივეა, როგორც მაშინ, როცა პატარა ვიყავი. ჩემი ოცნება სულ ის იყო, რომ ჩემი ქვეყნისთვის მეთამაშა. სწორედ ამიტომ, ნაკრებში ასი პროცენტით ვიხარჯები. პირველი ოცნება NBA-ში თამაში არ იყო. ეს იყო საქართველოს ნაკრებში მოხვედრა,'' - აღნიშნა ნაკრების კაპიტანმა და FIBA-ს მისი ეს კომენტარიც ცალკე აქვს გამოქვეყნებული.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა უკვე ორშაბათს, 29 ნოემბერს ელის, როდესაც სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ სერჯო სკარიოლოს გუნდი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, ამდენად, ქართველ კალათბურთელებს სერიოზული გამოცდა ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები