Thumbnail

ბრაზილიელები სკუადრა აძურასთვის - ნატურალიზაციაზე მუშაობა დაწყებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების ნატურალიზაციაზე მუშაობს
  • იტალიის ეროვნულ გუნდში სამი ბრაზილიელი ფეხბურთელის მიწვევა იგეგმება
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ნაკრების მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიღებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფისთვის ქვეყნის ეროვნულ გუნდში სამი ფეხბურთელის ნატურალიზაცია განახორციელოს. ამის შესახებ ფედერაციის პრზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ისაუბრა, რომლის თქმით, პროცესი დაწყებულია, საბოლოო სიტყვა კი "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა უნდა თქვას. 

"ფედერაცია დაინტერესებულია ყველა მოთამაშით, რომელთა ნაკრებში მოწვევა შეიძლება. სამ პოზიციაზე ვმუშაობთ, პროცესი მიმდინარეობს და წინსვლა გვაქვს. ჩვენ ფორმალურ საკითხებს მოვაგვარებთ, ხოლო გამოიძახებს თუ არა, ამას ნაკრების მწვრთნელი გადაწყვეტს", - აქვეყნებს გრავინას სიტყვებს იტალიური მედია, რომლის ცნობით, საუბარია "სკუადრა აძურაში" სამი ბრაზილიელი ფეხბუთელის ნატურალიზაციაზე.

რომას ბრაზილიელ მცველს იტალიის ნაკრების ფორმის მორგების შანსი აქვს

ესენი არიან: რომის ლაციოს 24 წლის მცველი ლუის ფელიპე, კალიარის 29 წლის შემტევი ნახევარმცველი ჟოაო პედრო და რომას 23 წლის მცველი როჟერ იბანესი. 

ლუის ფელიპეს ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლოს 2022 წლის ჩემპიონატზე შესარჩევიდან პირდაპირ მოხვედრა ვერ მოახერხა. რობერტო მანჩინის გუნდი საკვალიფიკაციო C ჯგუფში შვედეთს ჩამორჩა და ახლა ყატარის მუნდიალის საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებს, რომელიც მომავალი წლის მარტში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები