Thumbnail
  • ყაზახურ ქაირათსა და ბაზელს შორის გამართულ მატჩს ქართველი მსაჯები ემსახურებოდნენ
  • მასპინძელთა მწვრთნელი ბერდიევი კიკაჩეიშვილის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა

გუშინ, 25 ნოემბერს, ევროპის კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა და ერთ-ერთ მათგანს, ქაირათისა და ბაზელის შეხვედრას, ქართველ მსაჯთა ბრიგადა (კიკაჩეიშვილი, გაბისონია, ელიკაშვილი, კვირიკაშვილი) მოემსახურა, რომელთა მოქმედებებით მასპინძლები უკმაყოფილოები არიან.

ალმაატიში ჩატარებულ თამაშში ბაზელმა 3:2 იმარჯვა, მატჩის შემდეგ კი ყაზახთა თურქმენმა მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი გააკრიტიკა.

ჟურნალისტი: ქაირათში მუშაობის დროს მსაჯის გადაწყვეტილებების მიმართ ასეთი ემოციები არასდროს გამოგიხატავთ. მიგაჩნიათ, რომ უხეში შეცდომები დაუშვა?

ბერდიევი: ქართულ მსაჯობაზე ახლა უკვე მაქვს წარმოდგენა. სიტყვებს ვერ ვპოულობ, ასე არ შეიძლება! ჩვენს კარში პენალტი დანიშნა - არა და საერთოდ არაფერი იყო. შედეგს მსაჯობით არ ვამართლებ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტია,"- ციტირებს ბერდიევს vesti.kz

მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანის გარდა, ყაზახები პროტესტს გამოთქვამდნენ, რომ კიკაჩეიშვილმა იან ვოროგოვსკისა და გულჟიგიტ ალიკულოვის წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა...

კომენტარები

ბოლო ამბები