Thumbnail
  • დიეგო მარადონა თავის კარიერაში საუკეთესოდ ამ გოლს მიიჩნევდა
  • ცუდი ხარისხის გამო, ეს გოლი, სავარაუდოდ, ბევრს არ უნახავს 

დიეგო მარადონა, 1 წლის წინ, 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა, თუმცა, რა თქმა უნდა, არავის დავიწყებია და არც არავის დაავიწყდება. მისი გამოსახულებებით მოხატეს შენობები ნეაპოლში, ბუენოს აირესში, მშობლიურ ლანუსში… მსოფლიოში იხსენებენ, თუ რა საოცარი კარიერა ჰქონდა დიეგოს.

ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მარადონას საუკეთესო გოლი 1986 წლის მუნდიალზე ინგლისის კარში გატანილი ე.წ. “საუკუნის გოლია”. თუმცა, არიან გულშემატკივრები, რომელთა აზრითაც, საუკეთესო გოლი დიეგომ 1980 წელს, არგენტინოს ხუნიორსში თამაშის დროს გაიტანა. დედაქალაქელები ამხანაგურ მატჩში დეპორტივო პერეირა დე კოლუმბიას ხვდებოდნენ და ეს საოცარი გოლი დიეგომ იმ მატჩში გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ თავად მარადონა კარიერის საუკეთესო გოლად სწორედ კოლუმბიელების წინააღმდეგ გატანილ ბურთს მიიჩნევდა. კოლუმბიელებმა რამდენჯერმე სცადეს მისი ვარდნებით შეჩერება, მაგრამ სამი მეტოქე და მეკარე მინდორზე დააწვინა და ბურთი კარში ისე შეაგდო.

“კარს უკნიდან არის ფოტო გადაღებული, სანამ გოლს გავიტანდი. ძალიან კარგად ჩანს, ერთმანეთის მიყოლებით მინდორზე როგორ წვანან,”- იხსენებდა დიეგო

კომენტარები

ბოლო ამბები