Thumbnail

გიგა ჭიკაძე UFC-ის 2022 წლის პირველი ივენთის სათავეში იქნება!

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ქართველი მებრძოლი 2022 წლის 15 იანვარს იჩხუბებს
  • გიგას მეტოქე 33 წლის ამერიკელი კელვინ კატარი იქნება

UFC-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის სეზონში ორგანიზაციის პირველი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მონაწილეობას გიგა ჭიკაძე მიიღებს. 

გიგას მეტოქე UFC-ის ნახევრადმსუბუქი (featherweight) წონის მე-5 ნომერი - 33 წლის ამერიკელი კელვინ კატარი იქნება. ამერიკელმა ბოლოს 2021 წლის 16 იანვარს იჩხუბა და მაქს ჰოლოუეისთან 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ MMA-ის ქართველ მებრძოლს ამ რანგის მეტოქესთან არასდროს უჩხუბია, ხოლო გიგას გვარი ივენთის სათაურში უკვე მეორედ იქნება. ქართველისა და ამერიკელის ბრძოლა ლას ვეგასში შედგება. 


გიგამ წინა მატჩში ედსონ ბარბოსა მე-3 რაუნდში დაანოკაუტა, ხოლო კატარის დამარცხების შემთხვევაში, MMA-ის ქართული ისტორიის მანძილზე, რეიტინგში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს და UFC-ის რეიტინგში მერვე ადგილიდან მინიმუმ მე-5 პოზიციაზე დაწინაურდება. ამჟამად, ქართველ მებრძოლებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მერაბ დვალიშვილს აქვს - იგი მსუბუქი წონის (Bantamweight) მე-6 ნომერია.

კომენტარები

ბოლო ამბები