Thumbnail

სიტიმ პსჟ-სთან თამაში შეატრიალა და პირველია, სპორტინგი პლეი ოფშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მე-5 ტური დასრულდა. მთავარი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართა, სადაც ბრწყინვალე მეორე ტაიმი ვიხილეთ - პსჟ შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ მბაპეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ სიტიმ ჯერ რაჰიმ სტერლინგის გოლით უპასუხა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა გაბრიელ ჟეზუშმა პეპ გვარდიოლას გუნდს გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილი მოუტანა - 2:1

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მონაკო
  • ფრე
  • რეალ სოსიედადი

მილანს მადრიდში გამარჯვება ბრაზილიელმა ლეგიონერმა მესიასმა მოუტანა, რის შემდეგაც ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ბრძოლა ძალზე დაიძაბა. ბოლო ტურში მილანი უმოტივაციო ლივერპულს მასპინძლობს. აიაქსის შემდეგ С ჯგუფიდან ლისაბონის სპორტინგი გავიდა, რომელმაც პერდო გონსალვეშის დუბლის წყალობით დორტმუნდი 3:1 დაამარცხა. გონსალვეშს მესამის გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტი გააცუდა (პორომ დამატებაზე გაიტანა). რეალმა მოლდოვაში მარტივად მიაღწია მიზანს, როცა შერიფს 3:0 მოუგო და ინტერთან ერთად პლეი ოფშია.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვს 11 გუნდს: მანჩესტერ სიტი, პსჟ, ლივერპული, აიაქსი, სპორტინგი, რეალი, ინტერი, ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, იუვენტუსი. ბოლო ტურში კიდევ 5 საგზურის ბედი გაირკვევა.

A ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 2:1 პსჟ

გოლები: 0:1 მბაპე (50), 1:1 სტერლინგი (63), 2:1 გაბრიელ ჟეზუში (76)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიაში, კანსელო - გიუნდოგანი, როდრი, ზინჩენკო (54. გაბრიელ ჟეზუში) - მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, სტერლინგი

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, მენდეში (67. კერერი) - პარედესი, ანდერ ერერა (61. დანილო), გიე (67. დი მარია) - მესი, მბაპე, ნეიმარი

ბრიუგე 0:5 ლაიპციგი

გოლები: 0:1 ნკუნკუ (12), 0:2 ფორსბერგი (17-პენალტი), 0:3 ანდრე სილვა (26), 0:4 ფორსბერგი (45+1), 0:5 ნკუნკუ (93)

B ჯგუფი

ლივერპული 2:0 პორტუ

გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (52), 2:0 სალაჰი (70) 

ლივერპული (4-3-3): ალისონი - უილიამსი, კონატე, მატიპი, ციმიკასი (63. რობერტსონი) - მორტონი, ტიაგო ალკანტარა (63, ჰენდერსონი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (82. მილნერი) - სალაჰი (71. ფაბინიო), მინამინო, მანე (71. ორიგი)

ატლეტიკო 0:1 მილანი

გოლი: 0:1 მესიასი (87)

C ჯგუფი

სპორტინგი 3:1 დორტმუნდი

გოლები: 1:0 გონსალვეში (30), 2:0 გონსალვეში (39), 3:0 პორო (81), 3:1 მალენი (93)

D ჯგუფი

შერიფი 0:3 რეალი

გოლები: 0:1 ალაბა (30), 0:2 კროოსი (45+1), 0:3 ბენზემა (56)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი (65. ლუკას ვასკესი), მილიტაო, ალაბა (65. ნაჩო), მენდი (61. მარსელო) - კროოსი, კაზემირო (84. ბლანკო), მოდრიჩი - როდრიგო (84. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი 

კომენტარები

ბოლო ამბები