Thumbnail

კლუბ ზესტაფონის მფლობელი ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე ტრაგიკულად დაიღუპა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა
  • ს.კ. ზესტაფონის მფლობელის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა

ეს ძალიან სამწუხარო ამბავი პირველად "მთავარმა არხმა" გაავრცელა: საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი, ბიზნესმენი ილია კოკაია დედაენის მწვერვალზე ლაშქრობისას მძიმედ დაშავდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამაშველო სამსახურში ზარი ბიზნესმენ ლევან მუშკუდიანისგან შევიდა, რომელიც მწვერვალის დასალაშქრად კოკაიასთან ერთად მიემართებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა და თავი დაარტყა. გუდაურიდან მაშინვე დაიძრა სამაშველო ჯგუფი, მაგრამ უკვე გვიანი იყო - რამდენიმე წუთში ილია კოკაიას დაღუპვის ამბავი დადასტურდა.

მწვერვალი დედაენა (გოგებაშვილი) მდებარეობს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მარტივად მწვერვალზე ჯვრის უღელტეხილიდან შეიძლება ასვლა.

ილია კოკაია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული საფეხბურთო ფუნქციონერი იყო. 2004 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დააფუძნა. 2010/11 და 2011/12 წლების სეზონებში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ქვეყნის მასშტაბით გრანდად ჩამოყალიბდა. ზესტაფონელებმა ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი (2008 წელს) და საქართველოს სუპერთასი (2011 და 2012 წლებში) მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები