Thumbnail

წყვილთა რბოლა | სანდრო თავართქილაძე საქართველოს თასის გამარჯვებულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • წყვილთა რბოლაში საქართველოს თასის გათამაშება დასრულდა
  • სანდრო თავართქილაძემ 50 ქულით პირველი ადგილი დაიკავა

სანდრო თავართქილაძე წყვილთა რბოლის პროფესიონალთა კლასში საქართველოს თასის გამარჯვებულია!

ახალგაზრდა მრბოლელს პირველი ორი ეტაპი მოგებული ჰქონდა, მაქსიმალური, 50 ქულით ლიდერობდა და უახლოეს მდევრებთან დიდი უპირატესობა ჰქონდა. მესამე, სეზონის ბოლო ეტაპი 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდ-ვითარების გამო გაუქმდა და თავართქილაძე ჩემპიონად ავტომატურად გამოცხადდა.

სანდრო თავართქილაძემ PRO Absolute კლასში 50 ქულით გაიმარჯვა

“პირველობა და კიდევ ერთი ტიტული, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, თუმცა მერჩივნა, მესამე ეტაპიც ჩატარებულიყო და ტიტული ბრძოლაში გამენაღდებინა. იმედია, გაისად ეპიდ-მდგომარეობა გამოსწორდება და ხელის შემშლელი ფაქტორები აღარ იარსებებს. პირველი ორი რბოლის შემდეგ მაქსიმალური ქულებით ვლიდერობდი და მჯერა, პირველ ადგილს არ დავთმობდი. აქედანვე ვიწყებ მზადებას მომდევნო სეზონისთვის,” - პოპსპორტთან საუბრისას განაცხადა თავართქილაძემ.

ახალგაზრდა ავტომრბოლელმა, რომელთანაც კომპანია "ევროპაბეთი" აქტიურად თანამშრომლობს, ამ სეზონში ჩემპიონობა აღმართის დაძლევაშიც იზეიმა, რომელიც ასევე დამაჯერებლად, სოლიდური უპირატესობით მოიგო. ამასთან, რალი სპრინტის აბსოლუტურ კლასში თავართქილაძემ მეორე ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ნიჭიერი ქართველი ავტომრბოლელების გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები