Thumbnail

რეკორდთან ახლოს - 40 წლის ჩემპიონი პოდიუმს 7 წლის შემდეგ დაუბრუნდა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ფერნანდო ალონსომ პოდიუმებს შორის ინტერვალით ისტორიაში მეორე შედეგი აჩვენა
  • ესპანელი მრბოლი ფორმულა 1-ის ჩემპიონი ორჯერ - 2005 და 2006 წლებში გახდა

დღეს, ყატარში გამართულ ფორმულას 1-ის გრან პრიზე გამარჯვება ლუის ჰემილტონმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მაქს ფერსტაპენი გავიდა, თუმცა კი, დოჰაში უფრო მნიშვნელოვანი ფაქტიც მოხდა - მესამე პოზიცია 40 წლის ფერნანდო ალონსომ დაიკავა და სახელოვან კარიერაში პოდიუმზე 98-ედ ავიდა. 

ფორმულა 1-ის ორგზის ესპანელმა ჩემპიონმა კვარცხლბეკზე დაბრუნება 7 წლის, 3 თვისა და 25 დღის შემდეგ მოახერხა. ალპინის პილოტმა ბოლოს საპრიზო ადგილი 2014 წლის უნგრეთი გრანპრიზე დაიკავა, როცა ჯერ კიდევ ფერარის საჭესთან იჯდა. მაშინ ალონსო მეორე ადგილზე გავიდა.

ალონსოს შედეგი ფორმულა 1-ის ისტორიაში მეორეა - ორ პოდიუმს შორის ინტერვალით პირველ ადგილზე ავსტრიელი ალექსანდერ ვურცი გახლავთ: 1997 წელს სან-მარინოს გრანპრიზე მე-3 საფეხურის დაკავების შემდეგ, პოდიუმზე 2005 წელს, 7 წლის, 9 თვისა და 11 დღის შემდეგ ავიდა. 

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 რბოლით ადრე ფერსტაპენი ჰემილტონს 8 ქულით უსწრებს. ასე რომ, შესაძლოა, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო - აბუ დაბის გრანპრიზე გამოვლინდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები