Thumbnail

'არ ვიცით ბურთი სად წავიღოთ' - დე ხეა უოტფორდთან განადგურების შემდეგ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დე ხეა იუნაიტედის მორიგ მარცხს გამოეხმაურა
  • ესპანელი მეკარე ამბობს, რომ გასახდელში ყოფნა უჭირს

გუშინ, მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ უოტფორდთან - 4:1 დამარცხდა. გუნდის ესპანელმა მეკარე, მარცხს "სამარცხვინო" და "მორიგი კოშმარი" უწოდა.

უოტფორდთან მატჩში, გუნდის კაპიტანი ჰარი მაგუაირი გააძევეს, რისთვისაც მის მიმართ კრიტიკა ორმაგად გამძაფრდა. ისევე, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელის - ოლე გუნარ სულშერის მიმართ, რომელიც სამსახურის შესანარჩუნებლად იბრძვის.

"ძნელია ასეთ დროს გასახდელში შესვლა" - დე ხეა

"სამარცხვინო მატჩი ჩავატარეთ..." - ამბობს დე ხეა. "პირველი ტაიმი კატასტროფა იყო, ასეთი თამაში მიუღებელია ჩვენი სტატუსის მქონე კლუბისთვის. მორიგი კოშმარი გამოვიარეთ, არ ვიცი რა ვთქვა."

"რთულ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ, მაგრამ ახლა უბრალოდ არ ვიცით ბურთი სად წავიღოთ. პარალელურად ბევრ გოლს ვუშვებთ, რაც ურთულეს მდგომარეობაში გვაგდებს. ძნელია ასეთ დროს გასახდელში შესვლა."

კომენტარები

ბოლო ამბები