Thumbnail
  • ბარსელონა 1:0 ესპანიოლი
  • მემფის დეპაიმ ბარსელონას პენალტით მოაგებინა

ბარსელონამ ლა ლიგის მე-14 ტურში ესპანიოლს უმასპინძლა და კატალონიური დერბი 1:0 მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი მემფის დეპაიმ პენალტის ნიშნულიდან 48-ე წუთზე გაიტანა და სეზონში მეშვიდედ გამოიჩინა თავი.

მატჩის მთავარი ამბავი ის იყო, რომ ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ამ მატჩში უკვე ჩავი ერნანდესი იყო. კატალონიური კლუბის ლეგენდამ სადებიუტო შეხვედრა მოიგო და მშობლიურ გუნდში კარიერა გამარჯვებით დაიწყო.

"დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. რთული მატჩი იყო, დერბიში თამაში ყოველთვის რთულია. მიხარია, რომ სამი ქულის აღება შევძელით", - განაცხადა ჩავიმ.

ბარსელონას 20 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგაში მე-6 ადგილზეა. კატალონიელები მომდევნო ტურში ვილიარეალის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები