Thumbnail
  • საქართველო 15:15 ფიჯი | თედო აბჟანდაძე: 5 ჯარიმა
  • მეექვსე ტესტი ფიჯისთან, პირველი ფრე

მადრიდის გარეუბან არანხუესში საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან ტესტმატჩი გამართა და ფრედ, 15:15 ითამაშა. ლევან მაისაშვილის გუნდი თითქმის მთელი თამაში წინ იყო, თუმცა მეორე ტაიმში ფიჯელებმა უკეთ ითამაშეს, 69-ე წუთზე ლელოც გაიტანეს და თამაში გადაარჩინეს. ეს ამ გუნდების მეექვსე ტესტი იყო, ფრე პირველად დაფიქსირდა, "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ ერთხელ მოიგეს, ფიჯელებმა - 4-ჯერ. ნაკრებს 15-ვე ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც 6 საჯარიმოდან 5 გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა, საქართველოს ნაკრები კი - მე-12-ზე. 

'ბორჯღალოსნებს' ყველა ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა
📷 | Rugby.ge

ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" მე-7 წუთზე გახსნეს, როცა თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა - 3:0. 22-ე წუთზე აბჟანდაძემ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 6:0. 28-ე წუთზე "ბორჯღალოსნებს ლელოს დადება შეეძლოთ, ბურთი გაუვარდათ და აქეთ მიიღეს კონტრშეტევა, რომელიც ფიჯელთა ლელოთი (ამინიასი ტუიმაბა) დასრულდა. ვოლავოლამ ბურთი ძელს გაარტყა - 6:5. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე ჯარიმა გაიტანა - 9:5. ტაიმის მიწურულს მასვე შეეძლო კიდევ ერთი საჯარიმოს გატანა, მაგრამ ბურთი ააცილა და ტაიმიც "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ 4-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. 

მეორე ტაიმი ფიჯელების იერიშებით დაიწყო, მათ ლელოც გაიტანეს, რომელიც VAR-მა გააუქმა. მე-2 ტაიმის მე-12 წუთზე მათ მორიგ შეტევას ჯარიმა მოჰყვა, რომელიც ვოლა ვოლამ გაიტანა - 9:8. მე-18 წუთზე აბჟანდაძემ მორიგი საჯარიმო გაიტანა, 25-ე წუთზე კი - კიდევ ერთი - 15:8. 28-ე წუთზე ვილიამე მატამ მარჯვენა ფრთიდან ლელო გაიტანა, რომელიც ვოლა ვოლამ გარდასახა და ანგარიში პირველად გათანაბრდა - 15:15.

საქართველო 15:15 ფიჯი

საქართველო (15-9): 15. ნინიაშვილი, 14. ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ), 11. თოდუა, 10. აბჟანდაძე, 9. ლობჟანიძე; (1-8): 1. გოგიჩაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ქერდიყოშვილი, 5. მიქაუტაძე, 6. საღინაძე, 7. ცუცქირიძე, 8. გორგაძე.
სათადარიგოები: 16. ჭყოიძე, 17. ნარიაშვილი, 18. ჯაფარიძე, 19. ჯაიანი, 20. ჯალაღონია, 21. ალანია, 22. ხმალაძე, 23. თაფლაძე.
5. ჯ. აბჟანდაძე

ფიჯი (15-9): 15. ტუისუვუ, ტუისოვა, ნაიაკალევუ, ბოტიტუ, ტუიმაბა, ვოლავოლა,  ლომანი; (1-8): მავი, მატავესი, დოჯი, რატუნიიარავა, ნაკარავა, ტუისუე, კუნავულა, მატა.
2 ლ. - ტუიმაბა, მატა; 1 ჯ. ვოლა ვოლა, 1 გ. ვოლა ვოლა

კომენტარები

ბოლო ამბები