Thumbnail
  • ბარსელონა ფინანსური კრიზისიდან ამოსვლას ისევ ცდილობს
  • კატალონიური კლუბი შესაძლოა ფრენკი დე იონგს შეელიოს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონა ფინანსური კრიზისის კიდევ უფრო მეტად შემსუბუქებისთვის მზადაა, გუნდის ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთ ფეხბურთელს შეელიოს.

ამჯერად საუბარია ფრენკი დე იონგის შესაძლო ტრანსფერზე. ნიდერლანდელი კატალონიურ გუნდში 2019 წლის ზაფხულში, 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველი ბარსელონაში ცუდად არ გამოიყურება, მისგან გაცილებით მეტს მოელოდნენ.

24 წლის ფეხბურთელს მსურველიც გამოუჩნდა. მანჩესტერ სიტი მზადაა, ნიდერლანდელი 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატოს. ინგლისურ კლუბს დე იონგის შეძენა მისი ბარსელონაში გადასვლამდეც სურდა და ახლა მზადაა, ნახევარმცველი ესპანური კლუბისგან იყიდოს.

ნიდერლანდელი ბარსელონას 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის, რაჰიმ სტერლინგის დამატებითაა დაინტერესებული. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბები შეიძლება ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბარსელონას ფინანსური კრიზისის დასაძლევად თანხა ესაჭიროება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფრენკი დე იონგის ბარსელონაში დარჩენის შანსები მაინც არსებობს. კლუბს მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა ჩავი, რომლის მიზანიც ბარსელონას უმაღლეს დონეზე დაბრუნებაა. ესპანელი სპეციალისტი დე იონგს დააკვირდება და სავარაუდოდ, ამის შემდეგ გადაწყდება მისი დარჩენა-წასვლის საკითხი.

კომენტარები

ბოლო ამბები