Thumbnail

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინგლისი 3:2 დაამარცხა და აი, რას წერს ინგლისური ტაბლოიდი ბათუმში გამართულ მატჩზე.

"სანმა" მეორე ტაიმის სტარტი ასე შეაფასა - "კოშმარი": ''ინგლისის 21-წლამდელებმა ბათუმში რთული მატჩი ჩაატარეს. ''ახალგაზრდა ლომები'' ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მასპინძლებთან თამაშით გაოგნებულები დარჩნენ. ინგლისისთვის მეორე ტაიმი კოშმარულად დაიწყო, როცა გულიაშვილმა მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. კარსლის ბიჭების საშინელებათა შოუ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა დაასრულა, რომელმაც 65-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა. ის ლუკ თომასს გასცდა, ინგლისის საჯარიმოში თავისუფლად შევიდა და შორეულ კუთხეში გაიტანა'', - წერს THE SUN.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 1 ფრე. შეგახსენებთ, რომ საქართველო, რუმინეთთან ერთად, 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული (U21) ჩემპიონატის მასპინძელია და საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ასპარეზობს, რადგან გუნდი ტურნირში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.

U21. საქართველო 3:2 ინგლისი

გოლები: 1:0, 2:0 გულიაშვილი (24’, 47’), 3:0 გოჩოლეიშვილი (65'), 3:1 გრინვუდი (81'), 3:2 გეი (90+4).

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი - სანდრო კალანდაძე, ივა გელაშვილი, საბა ხვადაგიანი (88' გიორგი ჯინჯოლავა), ლევან ხარაბაძე -  ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი (81' ცოტნე კაპანაძე), ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი (71' ნ. გაგნიძე) - გიორგი გულიაშვილი (88' ბექა დარცმელია), გიორგი გაგუა.

ინგლისი: ეტიენ გრინი - ლუკ თომასი (77' მარკ გეი), რაიან ბრიუსტერი, ფოლარინ ბალოგანი (36’ სემ გრინვუდი), ენჯელ გომესი (66' ენტონი გორდონი) - თომას დოილი, ჩარლი ქრესუელი, კლინტონ მოლა, ჯეიმს გარნერი (77' ოლივერ სკიპი) - მორგან გიბს-ვაითი, კოდი დრამე (77' მაქს არონსი).

კომენტარები

ბოლო ამბები