Thumbnail

14 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ბორდოში ტესტ-მატჩი გამართა საფრანგეთის ნაკრებთან და 15:41 დამარცხდა. "ბორჯღალოსნებმა" ღირსეულად ითამაშეს, მე-2 ტაიმში პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ორი ლელოც გაუტანეს. ანგარიში უფრო კონკურენტუნარიანი იქნებოდა, რომ არა მატჩის არბიტრის, ავსტრალიელი დეიმონ მერფის საეჭვო გადაწყვეტილებები. მერფიმ 18-ჯერ დააჯარიმა საქართველოს ნაკრები, საფრანგეთი კი - შვიდჯერ. პირველ ტაიმში ფრანგებმა ორი ლელო მაშინ დადეს, როცა სტუმართა გუნდი 13 კაცით თამაშობდა. 

დეიმონ მერფიმ თამაშისას საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო

ერთ-ერთ ეპიზოდში დეიმონ მერფიმ "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე თავისთან იხმო და მორიგი სანქციებით დაემუქრა, თუ გუნდი უხეშად თამაშს გააგრძელდებდა, რაზეც ნაკრების კაპიტანმა ასე მიუგო: 

მერაბ შარიქაძე: "მესმის, რომ ჩვენ პატარა გუნდი ვართ. საფრანგეთს ისედაც უპირატესობა აქვს. რატომ არ აჯარიმებთ მათ იმავე დარღვევაზე, რაზეც ჩვენ გვაჯარიმებთ?". 

“მესმის, რომ ჩვენ პატარა გუნდი ვართ. საფრანგეთს ისედაც უპირატესობა აქვს. რატომ არ აჯარიმებთ მათ იმავე დარღვევაზე, რაზეც...

Posted by მერაბ შარიქაძე/Merab Sharikadze on ორშაბათი, 15 ნოემბერი, 2021


ავსტრალიურმა სპორტულმა საიტმა Roar-მა შარიქაძის შარიქაძის ამ სიტყვებს "უცნაური პოლიტიკური მიზეზი" უწოდა. არადა, ავსტრალიელი მსაჯი მართლაც საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდა, მას არც აკაკი ტაბუცაძის ლელოს ჩათვლა სურდა, სანამ VAR-მა არ გადააფიქრებინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მსაჯობის თემას მატჩის შემდეგაც დაუბრუნდა: 

მერაბ შარიქაძე: "არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი. ასეთ თამაშებში მსაჯს დიდი გავლენა აქვს. ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთი ჩვენზე ძლიერია, ამიტომ მათ დახმარება ისედაც აღარ სჭირდებათ. ვფიქრობ, მსაჯი ჩვენს მიმართ ძალიან მკაცრი იყო. ის ჩვენ გვაჯარიმებდა, მეტოქეს - არა. თუ ამ მატჩს თავიდან უყურებთ, დარწმუნებული ვარ, ნახავთ, რომ მან ფრანგები ძალიან ბევრჯერ არ დააჯარიმა. გთხოვთ, უყურეთ თამაშს და გაანალიზეთ. ეს ნამდვილად არ იყო სამართლიანი მსაჯობა.

ჩვენთვის ეს ყოველივე ძალიან ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება ხშირად არ გვეძლევა. ვცდილობთ, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც მთელი თამაშის განმავლობაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და დიდი ანგარიშით მარცხდები. რა თქმა უნდა, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება".

კომენტარები

ბოლო ამბები