Thumbnail

'ტექნიკურად მესისა და რონალდოზე უკეთესია' - კაფუმ ნეიმარს რჩევა მისცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარკოს კაფუმ პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის შესახებ ისაუბრა
  • ბრაზილიელი ლეგენდის აზრით, ნეიმარი ბოლომდე არ იხარჯება

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ მარკოს კაფუმ ნეიმარს რჩევა მისცა. 51 წლის ვეტერანი მცველის აზრით, პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა საკუთარ თავზე ლიდერობა უნდა აიღოს და ბოლომდე დაიხარჯოს, სხვა შემთხვევაში კი, წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

"ნეიმარი უფრო ტექნიკურია, ვიდრე მესი და რონალდო, მაგრამ მან ლიდერის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ფეხბურთს თავი 100%-ით მიუძღვნას. მე არ ვიყავი ნეიმარზე უკეთესი ფეხბურთელი, მაგრამ სხვა მარჯვენა მცველებზე უკეთესი თუ გახლდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთისთვის თავი ბოლომდე გადავდე", - თქვა კაფუმ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან დღემდე 115 შეხვედრაში 70 გოლი აქვს გატანილი, კაფუ კი "სელესაოს" ღირსებას 1990-2006 წლებში იცავდა და 142 თამაშში 5 გოლი მოუგროვდა. ის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები