Thumbnail

'ქართველი ვარ და ვამაყობ ჩემი სამშობლოთი' - გიო წიტაიშვილის პასუხი უკრაინელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 20 წლის შემტევმა უკრაინულ არხს მოქალაქეობის შეცვლის მიზეზებზე ესაუბრა
  • რატომ გადაწყვიტა კიევის დინამოს ფეხბურთელმა საქართველოს სახელით თამაში 

საქართველოს ნაკრების მარჯვენა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ვილი სანიოლის გუნდში სექტემბრიდან გამოდის და მისი ფორმით მე-4 მატჩი შვედეთთან (2:0) ჩაატარა, იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც უკრაინის სახელით თამაშს საქართველოს ღირსების დაცვა ამჯობინა. 

დინამო კიევის 20 წლის ფეხბურთელმა, რომლის კარიერა უკრაინას უკავშირდება, თავის დროზე ამ ქვეყნის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც გაიმარჯვა, მაგრამ ეროვნული გუნდის დონეზე თამაში მაინც საქართველოს სახელით გადაწყვიტა და ქართული პარსპორტი აიღო. გიომ თავის არჩევანზე უკრაინულ იუთუბიარხ МУХА-ს ელაპარაკა.

საქართველოს ნაკრებში წიტაიშილის დებიუტი ტრავმამ გადაავადა

"ამ ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე მსურდა, მაგრამ იგორ და გრიგორი სურკისების (დინამო კიევის ხელმძღვანელები) ხათრით ეს არ გავაკეთე. მათთან ეს საკითხი განვიხილე, რადგან დინამოში ლეგიონერის სტატუსი მექნებოდა. მითხრეს, რომ არ იყო მნიშვნელოვანი, ვიქნებოდი თუ არა ლეგიონერი. მათ მირჩიეს, რომ ვინაიდან ახალგაზრდა ვიყავი, დრო მჭირდებოდა, რათა გადაწყვეტილება გააზრებულად მიმეღო. ამრიგად, მათ გარკვეულწილად შემაყოვნეს და მომცეს ფიქრის დრო. გავიდა დრო, მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი, შემდეგ კი, როდესაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი უნდა მქონოდა, მივიღე ტრავმა. ჯერ კიდევ მაშინ უნდა შემეცვალა მოქალაქეობა. 

გიო სეზონის ბოლომდე იჯარით ოდესის ჩერნომორეცში გამოდის

ამ გადაწყვეტილების მიზეზი? ვამაყობ ჩემი სამშობლოთი და ვიცი, რომ ქართველი ვარ. უკრაინა ჩემი მეორე სახლია. აქამდე მკერდზე ვიდებ ხელს, როდესაც ჰიმნი ჟღერს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვუღალატე. მე პირველ რიგში ქართველი ვარ. უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, რათა დინამოში მეთამაშა. მაშინ უკრაინის ჭაბუკთა ლიგებში ლეგონერს თამაში არ შეეძლო. მკითხეს, უკრაინაში თუ მყავდა ნათესავი. ვუპასუხე, რომ ბებიის ხაზით მყავდა და მთხოვეს, შემეცვალა მოქალაქეობა. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში თამაში გადამაწყვეტინა, პაპაჩემი იყო. მას ეს ძალიან სურდა. როდესაც ის გარდაიცვალა, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე", - ამბობს გიორგი, რომელიც წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია და ისრაელშია დაბადებული.

წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო უფლებებს კიევის დინამო ფლობს, ამჟამად კი გარემარბი იჯარით ოდესის ჩერნომორეცში გამოდის, რომლის მაისურით სეზონის 12 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები