- ცსკა 74:73 მაკაბი
- თორნიკე შენგელია: 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი
ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში თელ ავივის მაკაბის დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 74:73. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო. პარკეტზე გატარებულ 18 წუთში თორნიკემ საკუთარ გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.
ცსკამ 9 ტურის შემდეგ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე აინაცვლა. რუსული გუნდი ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს გასვლაზე, ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები