Thumbnail
  • საქართველოს U19 ნაკრები პორტუგალიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
  • ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიაში კიდევ 2 ტესტ-მატჩს ჩაატარებენ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პორტუგალიის ქალაქ ლოუზადაში ადგილობრივ თანატოლთა გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. 

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა: Მე-10 წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა საჯარიმოსთან ახლოს ბურთი დაკარგეს, მაჩუი ჯალუ ჯერ მცველს, შემდეგ მეკარეს გაცდა და გაიტანა.

ქართველებს ანგარიშის გათანაბრება 4 წუთში შეეძლოთ - ოთარ მამაგეიშვილის სახიფათო დარტყმა პორტუგალიელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. კიდევ ერთი რეალური შანსი ქართველ ფეხბურთელებს 47-ე წუთზე მიეცათ - მამაგეიშვილის ძლიერი დარტყმა კარის წინ მდგარ, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ აბუაშვილს მოხვდა და პორტუგალიის ნაკრები გადარჩა.

მეორე ნახევარში საქართველოს გუნდი ისე აქტიურად ვეღარ უტევდა, მცირე უპირატესობა პორტუგალიელებს ჰქონდათ, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

პორტუგალია (U19) 1:0  საქართველო (U19)

გოლი: 1:0 მაჩუი ჯალუ (10)

საქართველო (3-5-2): ლუკა ხარატიშვილი, ლუკა სალუქვაძე, თორნიკე დუნდუა, გიორგი პირტახია, გიორგი ჩხეტიანი, ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი გვიშიანი, გეგი გეგუჩაძე, გიორგი კვერნაძე, გიორგი აბუაშვილი, გიზი მამაგეიშვილი.

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

პორტუგალია (4-3-3): ანდრე გომეში, ანდრე ფერეირა, ჩიკუ ლამბა, ანტონიუ სილვა, ფლავიუ ნაზინიუ, დარიუ ესუჟუ, როდრიგუ გომეში, მარტიმ ნეტუ, ჰერკულანუ ნაბიანი, მაჩუი ჯალუ, ჟელსონ ფერნანდეში

საქართველოს U19 ნაკრები პორტუგალიაში კიდევ 2 შეხვედრას გამართავს - 13 და 16 ნოემბერს დანიის გუნდს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები