Thumbnail

U19 საქართველო | მაისურაძემ პორტუგალიური ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს 19-წლამდე ნაკრების რიგებში 2 ლეგიონერი ითამაშებს
  • ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპირველობის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ვასილ მაისურაძის გუნდი დანიისა და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 16 ნოემბრამდე პორტუგალიის ქალაქი – ლოუზადა უმასპინძლებს, რომელიც პორტუს რეგიონში მდებარეობს.

📅 19:00 | 11 ნოემბერი  - პორტუგალია V საქართველო
📅 19:00 | 13 ნოემბერი - საქართველო V დანია
📅 15:00 | 16 ნოემბერი - პორტუგალია V დანია

შეგახსენებთ, რომ ქართველმა 19-წლამდელებმა 6-12 ოქტომბერს ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს, რომელიც გაისად გაზაფხულზე ელით, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, სლოვაკეთში 18 ივნისიდან 1 ივლისამდე ჩატარდება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ მომავალი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ლუკა წულუკიძე (ყველა – საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია).

თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

კომენტარები

ბოლო ამბები