Thumbnail
  • ვესტ ჰემმა ლივერპულის დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა
  • მოიესის გუნდმა ამ მოგებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა

ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის მეოთხედფინალში, მადრიდის რეალთან წაგება (1:3) ლივერპულში დიდი ხანია, დაავიწყდათ, მაგრამ ახლა იძულებულები გახდნენ, ისევ გაეხენებინათ - იმიტომ, რომ 7 თვის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა პირველად წააგო ოფიციალური მატჩი. ვესტ ჰემთან 2:3 ლივერპულისთვის საკმაოდ მტკივნეული მარცხია, რადგან ჩაქუჩებმა მერსისაიდელებს პრემიერლიგის ცხრილში გადაასწრეს - დევიდ მოიესის გუნდი უკვე მესამეა!

მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოვიდა, ყველაფერი კი ლივერპულელთა მეკარის უიღბლობით დაიწყო: ანტონიოსა და ოგბონას მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოქცეულმა ალისონმა თამაშის პირველი კუთხურის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. მსაჯებმა ჯარიმა არ დააფიქსირეს.

მიუხედავად ბურთის 75-პროცენტიანი ფლობისა, ლივერპულს ძალიან უჭირდა მომენტების შექმნა - პირველი ზუსტი დარტყმა ალექსანდერ-არნოლდის ჯარიმა გახლდათ (41-ე წუთზე), რომლითაც კლოპის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ვესტ ჰემი კმაყოფილი უნდა იყოს იმითაც, რომ არბიტრებმა არც კრესუელი დასაჯეს ჰენდერსონის მუხლზე განხორციელებული შეტევისთვის და არც ბენრაჰმა ალექსანდერ-არნოლდთან კონტაქტის გამო საჯარიმოში.

67-ე წუთზე ვესტ ჰემის ძალიან მაგარი კონტრშეტევა პაბლო ფორნალსის გოლით დასრულდა და მასპინძლებს ზუმას გოლამდე კიდევ ორი კონტრიერიში ჰქონდათ. კლოპმა თამაშში ტიაგო, მინამინო და ორიგი ჩართო. ამ უკანასკნელმა 83-ე წუთზე ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეტი ვეღარაფერი შეძლეს.

ვესტ ჰემი 3:2 ლივერპული

გოლები: 1:0 ალისონი (4-ავტოგოლი), 1:1 ალექსანდერ-არნოლდი (41), 2:1 ფორნალსი (67), 3:1 ზუმა (74)

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ჯონსონი, ზუმა, ოგბონა (22. დოუსონი), კრესუელი - სოუჩეკი, რაისი - ბოუენი (84. ცოუფალი), ფორნალსი, ბენრაჰმა (86. მასაუკუ) - ანტონიო.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო (80. მინამინო), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (69. ტიაგო) - სალაჰი, ჟოტა (76. ორიგი), მანე.

კომენტარები

ბოლო ამბები