Thumbnail

ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში Argentina Open-ის ჩემპიონია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ეკატერინე გორგოძემ ბუენოს აირესის ტურნირი მოიგო
  • ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობს

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ბუენოს აირესის 125-ქულიანი ტურნირის, Argentina Open-ის ჩემპიონი გახდა.

გორგოძე ირინა მარია ბარასთან ერთად თამაშობდა და ფინალში მათ არგენტინელ მარია კარლესა და ბერძენ დესპინა პაპამიხაილის წყვილს 5:7, 7:5, 10:4 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ გორგოძე და მის მეწყვილე ტურნირზე პირველ ნორმად იყვნენ განთესილები.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ბუენოს აირესში ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა და ორი წრეც დაძლია, მაგრამ მეოთხედფინალში ეგვიპტელ მაიარ შერიფთან დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ გორგოძემ და ბარამ ერთი კვირის წინ Transylvania Open-ის გათამაშებაც მოიგეს და ეს ეკოს კარიერაში საუკეთესო მიღწევაა.

კომენტარები

ბოლო ამბები