Thumbnail

ფრე ფავორიტთან - ქართველი ხელბურთელების დიდი შანსი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფინეთი 29:29 საქართველო
  • საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ბოლო ტურში ესტონეთს შეხვდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ფავორიტ ფინეთთან ფრედ 29:29 ითამაშა. ქართველმა ხელბურთელებმა დიდი ბრიტანეთი პირველ მატჩში 32:26 დაამარცხეს და ახლა 3 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზე არიან.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო საქართველოს შეხვედრის მოგება და დიდი სენსაციის დაფიქსირება შეეძლო, თუმცა ფინელებმა გოლი აღარ გაუშვეს. ქართველმა ხელბურთელებმა პირველი ტაიმი 18:15 მოიგეს, მაგრამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ფინეთთან მატჩში, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი გოლი ირაკლი კბილაშვილმა გაიტანა - 8. თეიმურაზ ორჯონიკიძემ 7-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო რევაზ ჭანტურიამ და ერეკლე არსენაშვილმა 5-5 გოლი გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში ესტონეთთან ითამაშებს და მატჩის არწაგების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები