Thumbnail
  • უნგრეთში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის გრძელდება
  • საქართველოს ნაკრებს გუნდური ასპარეზობა ელოდება

უნგრეთში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, ბოლო დღეს ძიუდოისტები ერთმანეთს გუნდურ ასპარეზობაში შეეჯიბრებიან. საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 8 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ალეკო მამიაშვილმა (73 კგ) პირველ დღეს ფინალი წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი თუთაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი (ორივე 81 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი (ორივე 100 კგ), საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გავიდნენ.

81-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველები შეხვდნენ. ტატო გრიგალაშვილმა ვლადიმირ ახალკაცს მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ახლკაცმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

100-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულმანიძემ ნახევარფინალში გიორგი ჩიქოვანს მოუგო. სულამანიძემ ფინალში უნგრელ ვეგ შომბორის აჯობა, ჩიქოვანმა კი ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრა მოიგო.

სამწუხაროდ, საბა ინანეიშვილმა და გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს და მათგან მხოლოდ ზაალიშვილმა შეძლო მედლის მოგება. ქალთა შორის მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილმა ფინალი დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მარიამ ჭანტურია მედალთან ახლოს იყო, თუმცა ნახევარფინალის წაგების შემდეგ, მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც დათმო.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 8 მედლით დაასრულა, ხოლო 7 ნოემბერს უკვე გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები