Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 მანჩესტერ სიტი
  • გოლები: 0:1 ბაილი (7-ავტოგოლი), 0:2 ბერნარდო სილვა (45)

პრემიერლიგის მე-11 ტურში რიგით 186-ე მანჩესტერული დერბი გაიმართა - პეპ გვარდიოლას სიტიმ სტუმრად ოლე გუნარ სულშერის იუნატედი 2:0 დაამარცხა. სიტი 23 ქულით მე-2 პოზიციაზეა, სანამ მისი კონკურენტი ლივერპული ითამაშებს, ხოლო იუნაიტედს 17 ქულა დარჩა. 

ბერნარდო სილვამ 'ოლდ ტრაფორდზე' კარიერაში მესამედ გაიტანა

მე-7 წუთზე მასპინძელთა გუნდი ერიკ ბაილიმ დააღალატა, რომელმაც ბურთის გამოტანის ნაცვლად, გოლი დე ხეას კარში გაიტანა. ტაიმის მიწურულს ბერნარდო სილვამ თანამემამულე კანსელოს პასით ორამდე გაზარდა სიტის უპირატესობა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ სიტიმ "ოლდ ტრაფორდზე" 8 მატჩი მოიგო, რაც პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. 

⚽ ბერნარდო სილვამ 3-ჯერ გაუტანა იუნაიტედს, სამჯერვე "ოლდ ტრაფორდზე". მას მეტი გოლი (4) მხოლოდ ბარნლის კარში აქვს გატანილი.

⚽ 14 საშინაო მატჩია, რაც იუნაიტედის კარში მინიმუმ, გოლი მაინც გადის. 

⚽ ერიკ ბაილი იუნაიტედის პირველი მოთამაშეა, ვინც პრემიერლიგის ისტორიაში დერბიში გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 

⚽ კრიშტიანო რონალდომ 25-ე წუთზე დაარტყა კარში, ეს იყო იუნაიტედის ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარში. 

მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 ბაილი (7-ავტოგოლი), 0:2 ბერნარდო სილვა (45)

მანჩესტერ იუნაიტედი (3-5-2): დე ხეა - ლინდელიოფი, ბაილი (46. სანჩო), მაგუაირი - ვან-ბისაკა, ფერნანდეში, მაკტომინეი, ფრედი (80. ვან დე ბეეკი), შოუ (73. ტელესი) - გრინვუდი (67. რაშფორდი), რონალდო

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, დიაში, კანსელო - დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი - გაბრიელ ჟეზუში, ბერნარდო სილვა, ფოდენი

კომენტარები

ბოლო ამბები