Thumbnail

ფრენკ ლამპარდი ჩემპიონშიფის გუნდს გაწვრთნის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პრემიერლიგის ლეგენდის პირველი სამწვრთნელო საქმე
  • 'ჩემ თავში დარწმუნებული ვარ' ამბობს ფრენკი

ფრენკ ლამპარდი დერბი ქაუნთიში დაინიშნა, ინგლისის ნაკრების და ჩელსის ლეგენდამ პრაიდ პარკზე 3 წლიან კოტრაქტს მოაწერა ხელი.

ჩემპიონშიფის (რანგით მეორე დივიზიონს) გუნდმა, პრემიერლიგაში ამოსასვლელი პლეი-ოფის მატჩი ლონდონურ ფულემთან წააგო და მასშემდეგ მწვრთნელის გარეშეა.

ეს ლამპარდისთვის პირველი სამწვრთნელო საქმეა, აქამდე ჩელსის ყოფილი რვიანი მშობლიური კლუბის აკადემიაში პრაქტიკებს გადიოდა, ასევე ესწრებოდა პრემიერლიგის სხვადასხვა გუნდების ვარჯიშებს.

ფრენკ ლამპარდი
"ყოველთვის მინდოდა ტრადიციული კლუბი გამეწვრთვნა, ისეთი ისტორიის მქონე, როგორიც დერბია. ეს დიდი შანსია ჩემთვის, პრეზიდენტთან და კლუბის საბჭოს წევრებთან ერთად ბევრი ვისაუბრე და იმედია ჩემი მწვრთელობა დერბის წაადგება"

დერბის ბოლო წარმატებული პერიოდი 1967-73 წლებში ჰქონდა, როდესაც კლუბს ლეგენდარული - ბრაიან კლაფი წვრთნიდა, მაშინ მეორე ლიგიდან დაწინაურებულმა დერბიმ 1971-72 წლების სეზონში პირველი დივიზიონი მოიგო და მომდევნო წელს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები