Thumbnail

უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს. B ჯგუფში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა 2-გოლიანი უპირატესობა გაანიავა სტუმრად ფლორასთან და 2:2 ითამაშა. ამ მატჩში თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო ნიკა კაჭარავამ, რომელმაც პირველ ტაიმში საგოლე პასი ჩაიწერა. 


ამავე ჯგუფში გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა ბელგრადის პარტიზანს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. გიორგი მცირე ტრავმის მერე დაუბრუნდა გუნდს, ის მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა და 9 წუთში საგოლე პასი მიითვალა - ტარიკ ტისუდალიმ მისი პასით შეძლო გენტისთვის ქულის გადარჩენა. 


გენტმა 10 ქულით სულ მცირე, მე-2 ადგილი გაინაღდა და პლეი ოფიც დაიბევა. რაც შეეხება ქეცბაიას გუნდს - 2 ქულით 1/16-ფინალში (მე-2 ადგილოსანი 1/16-ფინალში ხვდება, ჯგუფის გამარჯვებული - პირდაპირ მერვედფინალში) გასვლის თეორიული შანსი დარჩა. სხვათა შორის, ეს შანსი ჩაკვეტაძის ასისტისა და ტისუდალის გოლის წყალობით გაუჩნდა. 


F ჯგუფში ვლადიმირ ვაისის სლოვანმა სტუმრად 4:1 გაანადგურა გიბრალტარის ლინკოლნი. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშეს. სტუმართა მე-4 გოლზე საგოლე პასი გურამ კაშიამ ჩაიწერა. სლოვანი 7 ქულით ჯგუფის ლიდერობდა, სანამ დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი პაოკ-ს ესტუმრობოდა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო მან შეუცვლელად ითამაშა (ბოლო წამებზე გააფრთხილეს), დანიურმა კლუბმა კი 2:1 გაიმარჯვა. კოპენჰაგენს 9 ქულა აქვს.  

კომენტარები

ბოლო ამბები