Thumbnail
  • ცსკა 82:91 ფენერბაჰჩე
  • თორნიკე შენგელიას 10 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მე-8 ტურის მატჩში თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და 82:91 დამარცხდა. ფრანგულ ლიონთან და მონაკოსთან დამარცხების შემდეგ, შენგელიას გუნდმა ევროლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო.

თორნიკემ პარკეტზე 27:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი გამოიყენა.

ბოლო მეოთხედის გმირი ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც ბოლო ორ წუთში ცსკა-ს ზედიზედ ორი სამქულიანი ჩაუგდო და მატჩის გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტა.

ცსკა 4 მოგებითა და 4 მარცხით ევროლიგის ცხრილში მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში თელ ავივის მაკაბის უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები