Thumbnail

Overwatch | თამაშის ახალი ვერსიის გამოსვლა გადაიდო

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • Overwatch-მა pc-ზე 565 მილიონი დოლარი გამოიმუშვა
  • ახალი ვერსიის გამოსვლა 2019 წლისთვის იგეგმებოდა

თუ ელექტრონულ სპორტში ყველაზე ტიტულოვან თამაშებზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ  Blizzard Entertainment-ის მიერ წარმოუბული, სუპერპოპულარული თამაში Overwatch, რომელმაც თითქმის ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა. აქედან ყველაზე გამოსარჩევი Golden Joystick Awards-ისა და The Game Awards-ის ჯილდოებია, რომლის მიხედვითაც, ის წლის საუკეთესო თამაშად რამდენჯერმე დასახელდა. 

Overwatch-ის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, თამაშში შვიდი მილიონი გეიმერი ჩაერთო, მათი საერთო სათამაშო დრო კი 119 მილიონ საათს შეადგენდა. 2021 წლის აპრილის მონაცემებით, მოთამაშეთა რაოდენობა 60 მილიონამდე გაიზარდა. ვიდეოთამაშების კვლევის ინდუსტრიამ 2016 წელს ის მესამე ყველაზე გაყიდვად თამაშად დაასახელა, რომელიც ყველაზე სწრაფად გაიყიდა. თამაშმა ციფრული გაყიდვებით 269 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო პერსონალური კომპიუტერზე შემოსავლების საერთო რაოდენობამ 565 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც pc-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგად მიიჩნევა.

როდის გამოვა Overwatch 2? ამ კითხვაზე პასუხი თამაშის ყველა მომხმარებელს აინტერესებს. თავდაპირველად თამაშის ახალი ვერსიის გამოსვლა 2019 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ კომპანიამ ვადები გაურკვევლი დროით გადაწია: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვგეგმავთ Blizzard-ის კონტენტის გაზრდას, მიმდინარე წელს Overwatch 2-ისა და Diablo IV-ის გამოშვება არ იგეგმება, რაც აქამდე იყო დაანონსებული."

2022 წლისთვის, Overwatch League-ის სეზონი იგეგმებოდა, თუმცა ამ მონაცემებით კომპანიას სეზონის გადადება მოუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები