Thumbnail

ქართველმა კარატისტებმა უნგრეთის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უნგრეთის გრან პრიზე ხუთმა ქართველმა კარატისტმა იასპარეზა
  • ლუკა ქაჯაიამ და ლუკა ლობჯანიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ქართველმა კარატისტებმა უნგრეთის გრან პრიზე (Gran prix Saman cup) ორი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ტურნირში მონაწილეობა 5 კარატისტით მიიღო - აქედან სამს გრანბ პრიზე დებიუტი ჰქონდა.

უნგრეთის გრან პრიზე ლუკა ქაჯაიამ, ლუკა ლობჯანიძემ, ჯემო მიქელაძემ, კონსტანტინე კოდუამ და ლიკა ხურცილავამ მთავარი მწვრთნელის, ლაშა კოდუას ხელმძღვანელობით იასპარეზეს.

საბოლოოდ, ქართველმა კარატისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კადეტებში მედალს 57 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ლობჯანიძე დაუეფლა. მან მთლიანობაში 6 ბრძოლა ჩაატარა. ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ქაჯაია (68 კგ).

გრან პრიზე ჯამში 16 ქვეყანა გამოვიდა - უნგრეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, იტალია, ავსტრია, საქართველო, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია, მაროკო, ბულგარეთი, თურქეთი და სლოვენია.

Hungary/Budapest Gran prix Saman cup 🇭🇺 30.10.2021 -ტურნირში 16 ქვეყანა...

Posted by Karate DO Gska on Sunday, October 31, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები