Thumbnail

გორგოძის ტრიუმფი რუმინეთში - მან WTA-ს ამ დონის ტურნირი პირველად მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა, რაც მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა.

გორგოძემ კლუჟში რუმინელ ირინა ბარასთან წყვილში იმარჯვა, რომელთან ერთადაც წლეულსვე, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გაჩემპიონდა, თუმცა, ის ტურნირი მხოლოდ 125-ათასიანთა კატეგორიის იყო.

ქართველი და რუმინელი ჩოგბურთელები Transylvania Open-ის ფინალში სერბ ალეკსანდრა კრუნიჩსა და ნიდერლანდელ ლესლი პატინამა კერკჰოვეს გაეჯიბრნენ და დრამატულ შეხვედრაში 4:6, 6:1, 11:9 სძლიეს.


გადამწყვეტ მატჩამდე, გორგოძემა და ბარამ 3 გამარჯვება იზეიმეს: 7:5, 6:2 – მონა ბარტელთანა და ანა ლენა ფრიედსამთან (ორივე - გერმანია), 7:5, 6:3 – ალიონა ფომინასთანა და ეკატერინა იაშინასთან (ორივე – რუსეთი), 6:3, 2:6, 10:7 – ირინა კამელია ბეგუსთანა და ანდრეა მიტუსთან (ორივე - რუმინეთი). 

სავარაუდოა, რომ ამ წარმატების წყალობით, ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს წყვილთა რეიტინგის მოწინავე 80-ეულში შეაღწევს. ამჟამად, ეკოს მაჩვენებელი 1 010 ქულაა და ის 102-ე პოზიციაზე იმყოფება.

We have our doubles champions! Irina Bara and Ekaterine Gorgodze are the winners of Transylvania Open doubles tournament. Congratulations! 🥳

Posted by TransylvaniaOpen on Sunday, October 31, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები